weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერთ წელში ბოსტნეული 43%-ით გაძვირდა, ცხიმი – 32%-ით, პური – 19%-ით, შაქარი – 18%-ით

11:57 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეორვნული სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასების ცვლილებამ. ბოსტნეული და ბაღჩეული ოქტომბერში 9%-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 5.5%-ით,  თევზეული – 4.2%-ით,  რძე, ყველი და კვერცხი 3.6%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.2%-ით. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე 1.1%-ით.

რაც შეეხება ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის ჯგუფს, ფასები 9.2%-ით გაიზარდა.

წლიურ ჭრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 43%
  • ზეთი და ცხიმი – 31.6%
  • პური და პურპროდუქტები – 19.4%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 18.2%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18%
  • თევზეული – 16%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 13%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.2%
  • ხილი და ყურძენი – 9.3%
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 6.4%

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6%-ით: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 28.9%-ით და სატრანსპორტო მომსახურებაზე 2.8%-ით. ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 1.3%-ით.

საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9%-იანი მატება, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4%-ით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]